LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ

116

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. მედიაში ვრცელდება ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადება, რომელიც აღნიშნნავს, რომ დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.

„ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა, სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ,“ – განაცხადა თვითმხილველმა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g