„მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.
ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აღნიშნულია განცხადებაში.