რუსთაველის გამზირზე აქციის გამო, მეტროსადგურებზე “რუსთაველსა” და “თავისუფლების მოედანზე” მეტრო 22:00 საათიდან გაუჩერებლად მოძრაობს.
როგორც “ფორტუნას” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, გადაწყვეტილება მგზავრთა უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული.
“უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მეტრო “რუსთაველსა” და “თავისუფლების მოედანზე” მგაზვრთა მიღება არ ხდება და მატარებლები ამ ორ სადგურს შეუჩერებლად გადიოდნენ,” – აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, მეტრო ამ ორ სადგურზე მუშაობას ხვალიდან შეუფერხებლად განაახლებს.