მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, მათი მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და მერია გაიღებს.
ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკასთან ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განუცხადა, რომელმაც კლინიკაში დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.
„მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს – მალე გამოჯანმრთელდნენ. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის,“ – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან.