LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუბნებიან კვდებაო… თურმე ექიმები და ექთნები ქვემოთ ქეიფობდნენ… მატყუებდა, თქვენი შვილი კარგად არისო“ – ხმაური და დაპირისპირება ხონელიძის კლინიკაში, სადაც საკეისრო კვეთის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 26 წლის ქალის მშობლები და ახლობლები მივიდნენ

938
ხმაური ხონელიძის კლინიკაში

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება იყო. კლინიკაში მისული 26 წლის პაციენტის მშობლები და ახლობლები იმ ექიმების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც მათი თქმით, პაციენტს ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ კი უყურადღებოდ დატოვეს. პაციენტის ოჯახის წევრები კლინიკის დახურვასაც მოითხოვდნენ.

მათი განცხადებით, პაციენტს საკეისრო კვეთა 7 მაისს ჩაუტარდა, შემდეგ კი დამატებით 4 ოპერაცია დაჭირდა:

„შვილი ძალით მომიკლეს, ჩემს შვილს არაფერი სჭირდა სასიკვდილო – მეუბნებიან კვდებაო. 4 ოპერაცია გაუკეთეს დათო ხინგავას გამო, ამ საავადმყოფოს უყურადღებობის გამო მეხუთე ოპერაცია სჭირდება თავზეო.

როდესაც საკეისრო გაუკეთეს, ჩამოვიდა დავით ხინგავა, მახარობელი ვარო, ხომ გინდოდა ჯანმრთელი შვილი და შვილიშვილიო, ხოდა ფულიო – მომთხოვა 400 ლარი, მივეცი, ჩუმ-ჩუმად იღებენ ფულებს.

ჩემი მეორე შვილიც აქ მორჩა, ყოველ მეორე კონსულტაციაზე დათო ხინგავა 100-100 ლარს მთხოვდა – თუ გინდა, რომ შენს შვილს მივხედოო.

ჩემი შვილი საკეისროს შემდეგ უყურადღებოდ მიატოვეს, დათო მეორე საკეისროზე წავიდა. ჩემს შვილს რომ დავურეკე, მითხრა, ცუდად ვარ, აქ არავინ არ არის, ვინდა დაგალაპარაკოო. თურმე იმ დღეს ექიმები და ექთნები ქვემოთ ქეიფობდნენ, მატყუებდა, თქვენი შვილი კარგად არის და დაგალაპარაკებო“, – ამბობს პაციენტის დედა.

ქუთაისში, ოჯახი სამშობიაროს პაციენტის მძიმე მდგომარეობაში მიყვანაში ადანაშაულებს

"ჩემი შვილი მიატოვეს საკეისროს მერე უყურადღებოდ… თურმე სისხლდენა მიდიოდა" | ქუთაისში, ოჯახი სამშობიაროს პაციენტის მძიმე მდგომარეობაში მიყვანაში ადანაშაულებს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 17 მაისი, 2024

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g