LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე დიმიტრი ჩინური ვაქცინით აიცრა

74
მეუფე

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ის პირველი  მეუფეა, რომელიც ვაქცინაციაში ჩაერთო.

მეუფე დიმიტრი ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში აიცრა.

მიტროპოლიტის თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე.

მან ასევე განმარტა, რომ პანდემიასთან ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღი ვაქცინაციაა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან მიმდინარეობს. გასულ კვირას საქართველოში პირველი სასულიერო პირი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი სასულიერო პირი აიცრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g