LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გრიგოლი „თბილისი პრაიდზე“ – “მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?”

74
13055657-1713846135520709-7609749355020140958-o-e1465650538129

„მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?”-ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიის ფუნქცია არ არის იმის გადაწყვეტა, „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს თუ არა.

„მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. ეკლესიის სახელით, საერთოდ, საუბრობს წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადებების უკან, უშუალოდ პატრიარქი დგას, მღვდელმთავართა რაიმე ჯგუფი, თუ რომელიმე სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს.

საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია,რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა. სინამდვილეში, ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის, დაამოწმოს ქრისტე მაცხოვარის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია- სიტყვა“,-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g