LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: „ამ ბოლო ომს ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო – პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა და მხარე არ გახდა“

100
untitled-design-2025-04-27t171051-092

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ზოგად საზოგადოებრივ დაძაბულობასა და პოლიტიკური შერიგების საკითხებზე ისაუბრა.

„ვითომ ღმერთზე ვლაპარაკობთ და დავიწყებული გვყავს, ომებია. ახლა ეს ბოლო ომი, განსაკუთრებით ისეთი ომია, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამ ომზე, ძალიან ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო. აბა გადავხედოთ, ავღანეთს რამდენი წელი იყო იქ და რამდენი წელია ვერ დალაგდნენ. ასევე, აფრიკა ავიღოთ, ახლო აღმოსავლეთი. ამ ომმა შეგვაწუხა იმიტომ, რომ ევროპაშია. ბევრმა იგრძნო, რომ ძალიან ცუდი რამ შეიძლება დაგვემართოს და რა უნდა გავაკეთოთ? პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა, მხარე არ გახდა. მხარე როგორ უნდა გავმხდარიყავით, ამ საშინელ იმაში, ვისი მხარე უნდა იყო? ოკუპანტის მხარეს უნდა დადგე თუ, თუნდაც რომ იჩაგრება, მაგრამ იმის ხელისუფლება რომ გიტევს, ხომ? ბევრჯერ ვთქვი და გავაფრთხილე. ვფიქრობდი, გონიერება ევროპაშიც ეყოფოდათ, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებასაც. დღეს სიტუაცია ისეა, საქართველოს ვინც ცუდს გაუკეთებს, თვალნათლივ ნახავს ღვთის საყვარელი ერის გამო, რა შეიძლება მოხდეს. ღმერთს ვთხოვ, ყველა ერი დაიფაროს და სიმშვიდე იყოს იმიტომ, რომ თავისი ერის ცუდად მოხსენიებას და მოპყრობას ღმერთი აღარ დაუშვებს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი განმარტებით, უნდა გავძლიერდეთ და ვეცადოთ ყველასთან ღია და კარგი ურთიერთობები გვქონდეს.

„ვინც ცუდად გვექცევა, იმ ქვეყნებს გადავხედოთ, ევროპას როგორი შიში აქვს. ცდილობენ უკრაინაში ომი შეწყდეს და ბევრს არ უნდა ომის დამთავრება. განა შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს, ასე ვკლათ და ვკლათ ადამიანებმა ერთმანეთი? ამ ომში მოგებული ორი მხარე, რომელიც ჩანს, რომ ვითომ ერთმანეთში ომობენ, გინდ ტერიტორიები მოიგონ და გინდ რა, მოგებული არცერთი იქნება. ერთსაც აქვს პრეტენზია, რომ ქრისტიანულია და მეორესაც. მართლმადიდებლები თუ ერთმანეთს დაერივნენ, რომელ ქრისტიანობაზე არის ლაპარაკი. რა მაგალითს ვაჩვენებთ მსოფლიოს?“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, „დღეს ქვეყანაში რომ მშვიდობაა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის და ქართველი ერის, მთავრობის, მხედრობის, პოზიცია-ოპოზიციის, ყველას ერთობლივი დამსახურებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g