LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე იაკობი: ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს, თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს

149
ფორტუნა (38)

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას მრევლს შერიგებისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ღმერთმა ჩვენც შეგვინდოს, ბევრ საქმეში ჩვენც ვცოდავთ ხოლმე, ერთმანეთთან ვცოდავთ, ერთმანეთთან შერიგება არ გვინდა. არის ნაწილი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა შერიგება, ეკლესიამ რამდენჯერ მოვუწოდეთ. იქნებ ამ მარხვაში, ორშაბათიდან ღმერთზე იფიქრონ და არ იფიქრონ გარე – გარე სირბილებზე, რადგან საქართველოში სიტუაციას ვერავინ არევს. სამწუხაროა, დალაგება არ გვინდოდეს, იმიტომ რომ, თუ ერთად ვიქნებით განვითარდებით და განვითარება ჩვენთან იქნება. რომელი ერია ჩვენზე დიდი კულტურის მატარებელი ერი? რატომ უნდა ვიყოთ ასე, ვიღაცების დასარიგებელი რა გვჭირს?“, – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაზე არცერთი სული დასაკარგი არ არის და ყველა ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეს.

„შენდობას ვითხოვ, ეს გულისტკივილი მაქვს, ჩემს ერს ცუდად, რომ ექცევიან სულ არ მაინტერესებს პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ვინმესთან თუ – არა. ჩემ ქვეყანაზე გადის და ჩემს სახელმწიფოს ურტყამენ მაგით და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენგან არავითარი თანაგრძნობა არ ექნებათ, ვინც მასზე ფიქრობს შიგნით თუ გარეთ.

ყველამ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი, ჩვენ უცხოებთან და უცხოელებმა ჩვენთან, მაგრამ სანამ ჩვენ ერთმანეთთან არ ვისწავლით, კიდევ სწორი ცხოვრების წესი უნდა ვისწავლოთ. ადამიანი – ქრისტიანი, მაზიარებელი კაცი, თუ მაზიარებელი კაცია, თავის მოკვლაზე თავის ქვეყანაში არ უნდა ფიქრობდეს. თავის თავს ისეთ რამეს არ უნდა უკეთებდეს, რამაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. იმიტომ, რომ წესი გინდ აუგონ მასეთს, ეს იქნება მსახიობობა და არ იქნება ის. ამიტომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთი სულიც დასაკარგავი არ არის, არამც საქართველოში არამედ მსოფლიოში არ არის”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის თქმით, „ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ, მონები ვინც არიან გარე – გარე დარბიან და საქართველოს უჩივიან.“

„ჩვენ ვიცით ტკივილი და სიკვდილი რა არის. ჩვენზე მეტი მოკლული მცირე პერიოდში პროცენტულად არავის ჰქონია და ვიცით, ვიზიარებთ. იქიდანაც ჭკვიანად უნდა მოიქცნენ, არ უნდა ვთქვა ყველა სლავზე, რომ ყველა ერთნაირია ჩვენი მისამართით. აბა, გადახედონ როგორ გვექცევიან სლავები და ჩვენგან რატომ ელიან, რომ თავზე ხელს გადავუსვამთ.

რადგან ქართველები ვართ, ღირსების მატარებელი ერი ვართ, დაპყრობილი ვყოფილვართ, მაგრამ მონები არ გავმხდარვართ. მონები ვინც არიან გარე გარე დარბიან და კიდევ საქართველოს უჩივიან, პირდაპირ ვიტყვი. ამ მარხვაში მაინც შევრიგებულიყავით. შევრიგდეთ იმისთვის, რომ ერს გადარჩენა სჭირდება, ბავშვები იზრდებიან, ადამიანური უნდა ისწავლონ, აბა, მაბეზღარობა ხომ არ უნდა ისწავლონ. ის წავიდა წინა საუკუნეში იყო, ეს პერიოდი და იგივე დგება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს.

„დღეს სამწუხაროდ ხედავთ, რომ ყველგან ომია. ხომ უნდა გამოვფხიზლდეთ კაცობრიობა?! – სულ ორ ცუდს შორის ხომ არ უნდა ვირჩევდეთ, მეტად ბოროტს ნაკლებად ბოროტი ხომ არ სჯობს?! სიკეთე და ჭეშმარიტება ავირჩიოთ. იმას არ ვიტყვი, რომ სულ ჭეშმარიტებისკენ მივდივართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარეთ ვის ვკითხო ჭეშმარიტება?! სისხლშია მსოფლიო გახვეული, მორალი, ზნეობა დაცემულია და ვინ ვის მეტად მოკლავს და გადაუვლის იმაზე ვართ გადასულები. ღმერთს არ ვეკითხებით უნდა კი ეს ომები?! ხომ დიდი ბოროტებაა ის, რაც უკრაინაში ხდება, როგორ შეიძლება ჩვენს სახლში ვიყოთ და ვინმე შემოგვივარდეს, ქართველებმა მაგის მეტი რა ვიცით, ჩვენ ხომ 100 ათასი მოწამის ერი ვართ.

დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს.

ვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა – არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან – ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო. ჩვენი ერი მაინც თავისუფალ ერად დარჩა. დაპყრობილი ვიყავით ხშირად, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტება ვერავინ ვერ გააქრო. ვუსურვებ ყველას, რომ ეგეთი უგუნური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რადგან საპასუხოს მიიღებენ. ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებასთან ცხოვრება, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება.

ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს. უგუნურებს ხან გონივრულად მოექცევი, ხან შეიძლება შენც უგუნური გახდე და უგუნურად მოექცე და არ გაუკვირდეთ“, – განაცხადა მეუფემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g