ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მეუფე იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
რამიშვილის თქმით, მოსამართლემ მეუფე იაკობს ნათქვამის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა.
ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო გადაცემაში ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ რამიშვილი მეუფე პეტრეს „მაბეზღარა“, ასევე, გვირგვლიანის და მამალაძის საქმეში ჩანერგილი აგენტი იყო. მან ასევე თქვა, რომ ადვოკატს მიმქონდა დათა ახალაიასთან ინფორმაციები მიჰქონდა.
„ეს ყველაფერი მოსამართლემ ცილისწამებად ჩათვალა და დააკისრა ქორეპისკოპოს იაკობს ყველაფრის საჯაროდ უარყოფა, ისევე როგორც საჯაროდ დამდო ბრალი და ცილი დამწამა.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, სიმბოლურად ერთი ლარი მოვითხოვე, რადგან ღირსება და პატივი შეუფასებელია. მოსამართლემ ქორეპისკოპოს იაკობს ერთი ლარის სიმბოლურად გადახდა დააკისრა. დიდი მადლობა მოსამართლე ბატონ ირაკლი კოპალიანს, რომელიც არაფერს შეუშინდა,” – თქვა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი იყო. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე, თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მამალაძე ბრალს უარყოფს, საქმეში კი უამრავი საეჭვო გარემოება იკვეთება.