LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: დარწმუნებული ვარ, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს პატრიარქის მკვლელობა

809
BeFunky-collage (2)

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა “დააბრალეს”.

“მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორებიც იყო. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა.

რაღაც უნდა გააკეთო ყველა არ გამოდგება ასეთი ბრალდებისთვის, რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. სისულელე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დაიწყო ლაპარაკი და ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა”, – თქვა მიტროპოლიტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ “ეკლესიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო”.

“ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ეკლესიაზე. და რაში მდგომარეობს ეს შეტევა – დიდი ბოდიში, თუ მკვეთრ გამოთქმებს ვიხმარ, მთავარი არის სისულელეების ლაპარაკი.

გამოაცხადეს პატრიარქის მკვლელობა. მაშინ პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა, ეს იყო 2017 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისში შედგა წმინდა სინოდის სხდომა და წმინდა სინოდის სხდომაზე პირადად მე მოვახსენე სინოდის მღვდელმთავრებს, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მე ყველას ვუთხარი, რომ ჩვენ გამოგვიცხადეს პატრიარქის სიკვდილი”. – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები