ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში მეათე სამეცნიერო კონფერენციაში – „რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები“ მონაწილეობისთვის ჩავიდა.
ამავე ინფორმაციით, კონფერენცია 16-17 ნოემბერს ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში იმართება და მისი პირველი დირექტორის – დავით არსენიშვილის ხსოვნას ეძღვნება.
როგორც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 ნოემბერს მიტროპოლიტი მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონს შეხვდა.
„თბილი, მეგობრული საუბრისას მათ განიხილეს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი“, – წერია ინფორმაციაში.