LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს აცრისკენ ან თავშეკავებისკენ მოვუწოდო

213
1

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ის საკუთარ თავს უფლებას ვერ მისცემს, ვინმეს აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ მოუწოდოს.

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ეს სამედიცინო შინაარსის თემაა და ვაქცინაცია საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გააკეთებდნენ მოწოდებას აღმსარებლობიდან გამომდინარე.

“მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო აცრისკენ, ან თავშეკავებისკენ. ეს არის სამედიცინო შინაარსის თემა. ეკლესია, ყოველთვის კომპეტენტური უნდა იყოს თავის სფეროში. ეს საღვთისმეტყველო საკითხი რომ ყოფილიყო, მაშინ აუცილებლად გავაკეთებდით მოწოდებას ჩვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, ეს აღმსარებლობის საკითხი არ არის.” – თქვა მან.

მისივე თქმით, ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია და თუ მასში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ, მეუფე გამართლებულად არ მიიჩნევს:

“ჩვენი ძალა და იარაღი არის სიტყვა. სხვა შიდა რეგულაცია არ გაგვაჩნია, პოლიციური სისტემა, რომ ფიზიკურად ვაიძულოთ ვინმე. მხოლოდ შეფასებებს ვაკეთებთ. ყოველგვარი კამპანიური ხასიათის დემონიზაცია, კამპანია, რომ ვიღაცას მოუწოდო გაუმართლებელია. არამარტო მოძღვრები და მორწმუნე ადამიანები, ეს ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია, თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს გამართლებულად არ მიმაჩნია.” – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ თითქოს მოსახლეობა და მრევლი მათს მოწოდებას ელოდება:

“ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ მოსახლეობა, თუ მრევლი ჩვენს მოწოდებას ელოდება, ტყუილია!” – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ  ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის, თუმცა, თუ ვინმეს გამხნევებისთვის იქნება საჭირო, მზად არის რომ აიცრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g