LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე ახალაიებს ემსახურება , ის მღვდელი კი არა, მგელია – გიორგი ოთხმეზური

143
otxmezuri

მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებებზე შეფასებები და კომენტარები არ წყდება. პოლიტიკოსების გარდა, პეტრე ცაავაზე სამოქალაქო საზოგადეობის წევრებიც საუბრობენ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ამტკიცებს, რომ მეუფე პეტრე ნაციონალია და ის ახალაიებს ემსახურება.

“პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, ერთი განცხადება, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა?”, – ამბობს ოთხმეზური. 

"მეუფე პეტრემ ეს განცხადებები ეშმაკის დავალებით გააკეთა...რომ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს" - მამა შალვა კეკელია

მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი.

ის ამტკიცებს, რომ პეტრე ცაავა ახალაიების ხელშეწყობით ყველაფე4რს განაგებს.

,,სამეგრელოში ყველამ იცის, რომ ახალაიებს ემსახურება. ამდენი ხანია იქ არის, გადასარევად გრძნობს თავს, მათი ხელშეწყობით ყველაფერს განაგებს და ახლა მოსთხოვეს ახალაიებმა, მისმა ,,კეთილისმყოფელებმა“ სანაცვლო სამსახური.

ოღონდ აირიოს, დაიქცეს ეს ქვეყანა, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველაფერს კადრულობენ.

ახლა სახელმწიფო გადატრიალება საეკლესიო გზით სცადეს, არ აჰყვა არავინ საბედნიეროდ, პეტრეს.

პეტრე არის ნაციონალი.

პეტრე არ არის მღვდელი, ის არის მგელი, როგორც დავითის ისტორიკოსები იხსენიებენ მღვდლებს, რომლებიც ხელისუფლების და ქვეყნის წინააღდეგ გამოდიოდნენ”, – თქვა ოთხმეზურმა.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან სინოდმა გადააყენა, ეპარქიას ოფიციალურად დღეს დატოვებს.

მის ადგილზე მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები