LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრემ მეუფე იაკობს “ეკლესიის სირცხვილი” უწოდა

93

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მეუფე იაკობს „საქართველოს ეკლესიის სირცხვილი“ უწოდა.

მისი თქმით„მეუფე იაკობის საქციელი 2013 წლის 17 მაისიდან დღემდე შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ეკლესიის დიდი სირცხვილი და წმინდა სინოდის უხერხულობა “,

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, “2017 წლის ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როცა ხელისუფლება და საგამოძიებო უწყებები, მათ შორის საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანცია დასრულდებოდა, შეიქმნებოდა კომისია საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც საეკლესიო სამართლის ნორმებით შეისწავლიდა მამა გიორგის მდგომარეობას და მის საქმიანობას. შემდეგ საზოგადოებასა და მრევლს ამცნობდა შეფასებას ამ საქმესთან მიმართებაში. ვინაიდან უზენაესმა სასამართლოს მისი პოზიცია უკვე გამოხატა, ყველა ინსტანცია დასრულებულია, საქართველოს საპატრიარქომ ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უნდა იმოქმედოს. უმჯობესი იქნება კომისია არ არ დაელოდოს სინოდის სხდომას და მანამდე შეიკრიბოს. როგორც ხედავთ დრო მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს პილატეს სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები. გარკვეული პირები ხელისუფლებამ გაასამართლა, მაგრამ ეკლესიამ შემდეგ ისინი წმინდანად შერაცხა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

2 აგვისტოს, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის აზრით დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში 25 ივლისს მოინახულეს. შეხვედრის შესახებ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ საფუძვლიანდა უნდა გადაიხედოს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმე; ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები