თბილისში დღეს, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში გადავარდა.
ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
Ambebi.ge-ს ცნობით, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე და შვილი დარჩა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.
„ტრაგედია ტრიალებს. ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა. არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი. ცოლი და შვილი დარჩა“, – ჰყვებიან Ambebi.ge-ს ცნობით, მასზე ახლობლები.