ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა. ის SXSW-ის კინოფესტივალის ფარგლებში კრეიგ რობინსონის პოდკასტის ჩაწერაზე მივიდა, რომელიც ოსტინში გაიმართა. საინტერესოა, რომ ეს არის მიშელ ობამას პირველი ოფიციალური გამოსვლა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჭორები მისი და ბარაკ ობამას დაშორებაზე.
ყოფილი პირველი ლედი განსხვავებული იმიჯით წარსდგა მაყურებელთან. მან წონაშიც მკვეთრად დაიკლო და ვარცხნილობაც შეიცვალა, ის პირველად ვიხილეთ ნაწნავებში. ობამას ორიგინალური ქურთუკი ყავისფერ შარვალთან ჰქონდა შეხამებული, ანსამბლს კი სადა სამკაული ასრულებდა.
მიშელ ობამამ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვებისა და სასმელების კომპანია შექმნა


