ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება.