LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის ემოციური მილოცვა სამყურაშვილს, რომელიც 43 წლის გახდებოდა: “ავარიაში მოვყევი…შენზე ვფიქრობდი, სანამ მანქანა ოთხ დაუნდობელ ბრუნს აკეთებდა”

939
ekaterine-togonidze-newssp-2020-04-08-09-33-25-617348

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 9 თვე გა­ვი­და. ის 6 აპ­რილს, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ. დღეს, 19 დეკემბერს სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი 43 წლის გახ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მისი მეუღლე, ეკატერინე ტოგონიძე.

“ეს დღეც დად­გა. 19 დე­კემ­ბე­რი. ში­შით ვე­ლო­დი.შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 9 თვის­თავ­ზე შენი და­ბა­დე­ბის დღეა!ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში სი­ა­მის ტყუ­პი­ვით შეზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნის ჩა­მოთ­ლამ გა­ა­ჩი­ნა, თით­ქოს ისეთ სახ­სარ­ში მოხ­ვდა, რომ გა­ტო­კე­ბის­თა­ნა­ვე იხ­სნე­ბა, შე­ხორ­ცე­ბას არც აპი­რებს, ყო­ველ გა­მოძ­რა­ვე­ბა­ზე ხე­ლახ­ლა აღებს პირს და ჩემ ნაც­ვლად ლა­პა­რა­კობს, ამ ჭრი­ლო­ბი­დან გად­მო­დის სი­ტყვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბე­ბი. ვცდი­ლობ, ამოვ­კე­რო, ყო­ველ დღე ახალ ნა­კერს ვა­დებ, ვკემ­სავ და ვა­დუ­მებ.

სი­ტყვებს ვას­წო­რებ, გა­მო­ჟო­ნი­ლი ტკი­ვი­ლის­გან ვა­სუფ­თა­ვებ, უკე­თე­სი ფრა­ზე­ბით ვა­ნაც­ვლებ, უფრო მსუ­ბუ­ქით, უფრო ასა­ტა­ნით. ეს ხომ მარ­თლა შე­უძ­ლია ენას, ერთი ამ­ბა­ვი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მოგ­ვი­ტა­ნოს, რბი­ლად, დამნდო­ბად, ტაქ­ტი­ა­ნა­დაც. მეც ასე ვეც­დე­ბი:გი­ლო­ცავთ ნი­კო­ლო­ზო­ბას ყვე­ლას, ვის­თვი­საც ეს დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთე­ლი იმ ჯა­დოს­ნუ­რი ძა­ლით შე­გე­წი­ოთ, რომ­ლი­საც გჯე­რათ და რო­მელ­საც ენ­დო­ბით.გა­ზა­ფხულ­ზე სა­ა­გენ­ტო­ებ­მა შეც­დო­მით და­წე­რეს: 43 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა რატი სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი. და მე ვი­ფიქ­რე: ნეტა!..

ს ერთი წა­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლიც რა ბევ­რია, ღმერ­თო, რა უსას­რუ­ლოდ ბევ­რი.სი­ნამ­დვი­ლე­ში შენი 43 დღეს შეს­რულ­და. დად­გა უშე­ნოდ.ყო­ველ­თვის, როცა სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი და კარს გა­სა­ღე­ბით ვა­ღებ, მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ მო­მიყ­ვა­ნე აქ და მაჩ­ვე­ნე: აი, შე­ხე­დე, ასე გა­უ­კე­თებ გა­სა­ღებს, ასე გა­და­ატ­რი­ა­ლებ და გა­ი­ღე­ბა. ბავ­შვი­ვით მას­წავ­ლე კა­რის გა­ღე­ბა და წინ გა­მი­ძე­ხი. და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე ყვე­ლა­ფე­რი, შენი ხე­ლით შექ­მნი­ლი, შენი გე­მოვ­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რა უცა­ნუ­რია გო­ნე­ბა, ყო­ველ ჯერ­ზე იმე­ო­რებს ამ ფრაგ­მენტს და შინ შეს­ვლი­სას სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­მეს­მის მო­ნატ­რე­ბუ­ლი ხმა, ისევ შენ მოგ­ყვე­ბი. თუმ­ცა რაღა სახ­ლში, ყველ­გან ასეა.ლა­ბი­რინ­თი იყო ეს ცხრა თვე. და­დი­ხარ, დარ­ბი­ხარ, ზოგ­ჯერ ფე­ხებს მი­ათ­რევ, იღ­ლე­ბი, ჩერ­დე­ბი, მერე ისევ ჩქარ­დე­ბი, გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ, აი, იპო­ვე გა­სას­ვლე­ლი, იპო­ვე პა­სუ­ხი, გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ჩი­ხია, უშე­ნო­ბის კე­დე­ლი – უშე­ნო­ბა რო­გორც შე­ნო­ბა, დიდი, მო­ნუ­მენ­ტუ­რი, სახლზე დიდი, ქა­ლაქ­ზეც დიდი, ქვე­ყა­ნა­ზეც.ყო­ვე­ლი დღე წინა წლის ტყვეა.

იმე­ო­რებს და იმი­ტი­რებს შარ­შან­დელ ამ­ბებს, რა ხდე­ბო­და იმ დღეს, იმ სა­ათ­ში, იმ წუ­თას: რა გვი­ჭირ­და, რას ვდარ­დობ­დით, რას გა­ვურ­ბო­დით, რას მივსდევ­დით ან ვე­ჭი­დე­ბო­დით, რა გვე­გო­ნა ან გვე­ი­მე­დე­ბო­და, ტრი­ა­ლებს და ბრუ­ნავს ციკ­ლი, გა­მო­უ­ვა­ლი წრე – შარ­შან­დე­ლი ანუ ბოლო წელი. ახ­ლაც შარ­შან­დელ სა­ჩუ­ქარს ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ.შენ­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა, ყო­ველ­თვის რთუ­ლი იყო, თვე­ე­ბით ადრე ვი­წყებ­დი მზა­დე­ბას. თურ­მე ჯერ სად ვი­ყა­ვი. ნახე, წელს რო­გორ გარ­თულ­და ყვე­ლა­ფე­რი, წარ­ნო­უდ­გენ­ლად გარ­თულ­და შენი სა­ჩუ­ქა­რიც.შარ­შან მე და თუ­თამ ორი თვით ადრე ვი­პო­ვეთ ძა­ლი­ან კარ­გი მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რი, რო­მე­ლის მა­შინ­ვე შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას ამ ნა­ხატ­ზე – მი­ხაი ზი­ჩის ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ილუსტრა­ცი­ა­ზე, შენი ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყარ მო­გო­ნე­ბა­ზე, დიდ სიყ­ვა­რულ­ზე. აი, ასე გუ­ლი­ა­ნად, ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა ტი­ლოს გა­დი­დე­ბუ­ლი ასლი.

ნა­ხატს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რიც და­ვურ­თეთ. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ვი­დე­ო­მო­ლოც­ვა ჩა­გი­წე­რეთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პი­რა­დია და აქ არ ვაქ­ვეყ­ნებ. ნანა ექ­ვთი­მიშ­ვილ­მა მუ­სი­კა შეგ­ვარ­ჩე­ვი­ნა, თუ­თამ და­ა­მონ­ტა­ჟა, ნი­ნომ სა­ბო­ლოო სახე მის­ცა. ყვე­ლამ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის თითო აფორზმი აარ­ჩია და ამ ფრა­ზით ილა­პა­რა­კა შენ­ზე. მო­ბი­ლუ­რე­ბით ვი­ღებ­დით, სი­ა­მოვ­ნე­ბით გიყ­ვე­ბო­დით, რო­გო­რი ხარ ჩვენ­თვის, რისი მა­გა­ლი­თი და რა იმე­დი. ვუს­მენ­დი ჩემს მე­გობ­რებს, მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში ათ­ჯერ ვატ­რი­ა­ლებ­დით თი­თო­ე­ულ ჩა­ნა­წერს და ერთ რა­მეს მივ­ხვდი: მე აქ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, ან ზუს­ტა­დაც შუ­ა­ში ვი­ყა­ვი და მეტი არა­ფე­რი.

ჩემ­გან გა­გიც­ნეს, მაგ­რამ ჩემ­გან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი მო­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა გა­უჩ­ნდათ შენ მი­მართ, მთლი­ა­ნად გას­ცდნენ ოჯა­ხის წევ­რად ქცე­უ­ლი მე­გობ­რის ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და შენი ნახ­ვა მარ­თლა დღე­სას­წა­უ­ლად მი­ი­ღეს. „რატი იქ­ნე­ბა?“ – მე­კი­თხე­ბოდ­ნენ და ახ­ლი­დან უხა­რო­დათ ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

ზუს­ტად ასე იყო. რატი ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის გან­ყე­ნე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­და, რო­მელ­საც ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ნდო­ბით ემე­გობ­რე­ბოდ­ნენ და იმე­დით ეყ­რდნო­ბოდ­ნენ, რო­გორც არა­ვის სხვას. თით­ქოს ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ მათ გუ­ლებ­ში და ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ რა­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რამ­ხე­ლა იყო ის… ვი­ღებ­დით, ვა­მონ­ტა­ჟებ­დით, ძა­ლი­ან სწრა­ფად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ვმოქ­მე­დებ­დით, თით­ქოს რა­ღაც მა­რა­თონ­ში ვი­ყა­ვით ჩაბ­მუ­ლე­ბი, წე­სით 19 დე­კემ­ბრამ­დე ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ­დით, მაგ­რამ მა­ინც ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­უმ­ხე­ლე­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბით ვჩ­ქა­რობ­დით და რამ­დე­ნი­მე დღით ადრე უკვე ნა­თე­ლი გახ­და, რომ ტყუ­ი­ლად არ გვდევ­და ეს უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდა.

მარ­ტო­ე­ბი არ მი­ვიჩ­ქა­რო­დით რა­ტის­კენ, მისი და­ბა­დე­ბის დღის­კენ, ჩვენ­თან ერ­თად გლი­ობ­ლას­ტო­მის ელ­ვი­სე­ბუ­რი უჯრე­დე­ბი მიჰ­ქ­როდ­ნენ 19 დე­კემ­ბრის და ყო­ვე­ლი ახა­ლი დღის და­სა­პყრო­ბად, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი, ცხოვ­რე­ბის­გან გა­მოგ­ლე­ჯი­ლი, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი იყო. და­ვას­წა­რით. 19-ში ვერა (ძალა არ შეს­წევ­და), მაგ­რამ მერე და მერე რა­ტიმ არა­ერ­თხელ მო­ის­მი­ნა სიყ­ვა­რუ­ლის ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი ახნ­სა, სა­ერ­თოდ იმ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა, რის­თვი­საც იბა­დე­ბა და კვდე­ბა ადა­მი­ა­ნი. რამ­დენ­ჯერ ჩა­მირ­თავს რე­ა­ნი­მა­ცი­ად ქცე­ულ ოთახ­ში ეს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, ამ­დენ­ჯერ­ვე აც­რემ­ლე­ბუ­ლა იქ მყო­ფი ექთა­ნი, ექი­მი, ოჯა­ხის წევ­რი. მარ­თლა ძნე­ლია პა­თე­ტი­კის გა­რე­შე გულ­წრფე­ლად ილა­პა­რა­კო ცი­ტა­ტე­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის­გან და გაპ­რან­ჭვის­გან დაც­ლილ­მა და­ა­ხა­სი­ა­თო ადა­მი­ა­ნი აფო­რიზ­მე­ბით და სი­ყალ­ბის ნა­სა­ხიც არ გა­მო­ე­რი­ოს ამ შე­და­რე­ბებ­ში. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ იო­ლად შეძ­ლო ეს. ვი­დეო ლო­გი­კუ­რად და­ას­რუ­ლა თუ­თამ: „ბო­როტ­სა სძლია კე­თილ­მან, არ­სე­ბა მისი გრძე­ლია“…

გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გავ­ბე­დე, მე­კი­თხა, სჯე­რა თუ არა ამ სი­ტყვე­ბის და ისე სწრა­ფად მი­პა­სუ­ხა, ენა ჩა­მი­ვარ­და: „კი, ოღონდ in a long term“. რა ფან­ტას­ტი­კუ­რად სხარ­ტე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი. რამ­დენს ამ­ბობს ეს თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლად მარ­ტი­ვი, ინ­გლი­სურ­გა­მო­რე­უ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი პა­სუ­ხი. პა­ტა­რებს ხომ იმა­ზე მეტი აქვთ ნა­ფიქ­რი, ვიდ­რე ჩვენ, დი­დებს, გვგო­ნია. ჩვენ­ზე ძლი­ე­რია მათი რწმე­ნაც, შეგ­ნე­ბაც, გა­დარ­ჩე­ნის უნა­რიც, ვე­ფხის­ტყა­ო­სან­თან კავ­ში­რიც კი და თვით სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი. შვე­ბა ვიგ­რძე­ნი.

ზა­ფხულ­ში ერთი ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო მწე­რალ­თა სახ­ლმა, პირ­ვე­ლად და­ა­წე­სეს ავ­ტო­რე­ბის­თვის „მწერ­ლის სტი­პენ­დია“. კონ­კურ­სზე მეც ვი­ყა­ვი წარ­დგე­ნი­ლი, რო­მა­ნის სი­ნოფ­სი­სით და მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­ით. პა­სუ­ხი ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და რომ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა, იქვე და­ვი­ვი­წყე ეს ამ­ბა­ვი. ბოლო წლებ­მა თუ რამე მარ­გო, წვრილ­მა­ნებ­ზე ღელ­ვას ნამ­დვი­ლად გა­და­მაჩ­ვია. 17 ივ­ნისს ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის 14 წლის იუ­ბი­ლე იყო, ფე­ი­ბუქ­მაც ამო­აგ­დო რო­მე­ლი­ღაც წლის ფოტო და მო­ლოც­ვე­ბი, და­ე­მა­ტა ზედ გაბ­ზა­რუ­ლი გუ­ლე­ბი და ცრემ­ლე­ბი… ზღვა­ზე ვი­ყა­ვი. დი­ლი­დან ამეკ­ვი­ა­ტა ფიქ­რი: „თუ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად იყო, რამე მი­თხა­რი. თუ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე შენ­თვის, მო­მი­ლო­ცე ეს დღე.“…

ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ასე­თი ფიქ­რე­ბის, ახ­ლაც მი­ჭირს გამ­ხე­ლა, ეს ნამ­დვი­ლად არაა ჩემი ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად გი­ზი­ა­რებთ… ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მსგავ­სი არა­ფე­რი წა­მომ­ცდეს. რას ვი­ზამთ, ასეა მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, ითხოვს შე­უძ­ლე­ბელს, მა­თხოვ­რობს სიყ­ვა­რულს, ფიქ­რე­ბი თა­ვი­სი ურჩი დი­ნე­ბით მი­დის, ვე­ღარც ვე­წე­ვით. “თუ ისევ მე ამირ­ჩევ­დი ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ რომ გცოდ­ნო­და, რო­გორ­მე მო­მი­ლო­ცე”…„გი­ლო­ცავ!“ – მო­მი­ვი­და ჩემი მე­გობ­რის (ბე­ქას) მე­სი­ჯი. ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ში გა­მიქ­ვავ­და. ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა ფე­ის­ბუქ მე­მო­რი ნახა…ან ეს რაღა მო­სა­ლო­ცია…თუმ­ცა მა­ინც მო­სა­ლო­ცია, აბა რა არის…მოკ­ლედ ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი და სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ მწერ­ლის სტი­პენ­დია მი­მი­ღია, დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ შე­დე­გე­ბი, სწო­რედ ამ დღეს და მე ბე­ქას­გან გა­ვი­გე. „გი­ლო­ცავ“ – ათ­ჯერ მა­ინც წა­ვი­კი­თხე მო­ნა­წე­რი და მეც ვუ­პა­სუ­ხე: „მად­ლო­ბა, ბექა“. ეს სი­ტყვე­ბი კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ავ­კრი­ფე და გულ­ში ვი­ფიქ­რე: „მად­ლო­ბა, რატი“.პა­სუ­ხი მი­ღე­ბუ­ლია.თამ­რი­კოს ხში­რად ვა­ყო­ლებ­დი რა­ტის და­ბა­დე­ბას.

ძა­ლი­ან მომ­წონ­და ამ ამ­ბის მოს­მე­ნა, თამ­რი­კოს ტკბი­ლი ხმა და ჭი­ა­თუ­რის თოვ­ლი­ა­ნი ზამ­თრის იმ ბედ­ნი­ე­რი დი­ლის წარ­მოდ­გე­ნა, როცა შენ და­ი­ბა­დე. უზარ­მა­ზა­რი თოვ­ლი, გა­უკ­ვა­ლა­ვი გზე­ბი, უტ­რან­სპორ­ტო­ბა… თამ­როს ფე­ხით მო­უ­წია სამ­შო­ბი­ა­რომ­დე რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა. ეს ალ­ბათ ორი­ვეს და­გეხ­მა­რათ, მუც­ლით ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ მო­გამ­ზა­და და სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე მარ­ტი­ვად, სწრა­ფად, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და­ი­ბა­დე, პირ­ვე­ლი ტი­რი­ლი დას­ცხე და ასე შე­ე­გე­ბე 43 წლის წი­ნა­ნა­დელ ნი­კო­ლო­ზო­ბას. შენი სა­ხე­ლი მა­მას წი­ნას­წარ ჰქონ­და შერ­ჩე­უ­ლი და ვერც ნი­კო­ლო­ზო­ბამ გა­და­ათ­ქმე­ვი­ნა. ასე მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას რატი რე­ვა­ზის ძე, კი­რას ძმა. მერე ჩვე­ნი შვი­ლიც ნი­კო­ლო­ზო­ბას გაჩ­ნდა, ოღონდ მა­ის­ში, შენს საყ­ვა­რელ 22 რი­ცხვში.

აგ­ვის­ტო­ში ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კი არ მინ­და და მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, იქი­დან ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლი არც ერთი წე­სით, არა­ნა­ი­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. მე მხო­ლოდ ფეხი ვიღ­რძე, ისიც მსუ­ბუ­ქად, ისიც იმი­ტომ, რომ თავს ვი­ცავ­დი და სა­ხეს ვი­ფა­რავ­დი კი­დუ­რე­ბით. მა­ში­ნაც შენ­ზე ვფიქ­რობ­დი, ბევ­რი რა­მის მო­საზ­რე­ბა მო­ვას­წა­რი, სა­ნამ მან­ქა­ნა ოთხ და­უნ­დო­ბელ ბრუნს აკე­თებ­და და ნა­წი­ლე­ბად ილე­წე­ბო­და. გა­დავ­რჩი. ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­და. ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა ძა­ლი­ან უცა­ნუ­რი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ამ ამ­ბავ­ზე: „გა­უშ­ვი რატი, აპა­ტიე რომ მარ­ტო დაგ­ტო­ვა.“ დიდ ხანს ვფიქ­რობ­დი, რა კავ­ში­რი ჰქონ­და ამ სი­ტყვებს ავა­რი­ას­თან, რა აბ­სურ­დია ამ ამ­ბის ასე შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა? ეს ნათ­ქვა­მი გულ­ზე ჭვა­ლი­ვით და­მად­გა, იქ­ნებ იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლია, იქ­ნებ იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცა­ში მამ­ხი­ლა. თით­ქოს სა­დღაც ზე­მოთ ამიყ­ვა­ნა, რო­მე­ლი­ღაც რა­კურ­სი გა­მიხ­სნა, მწვერ­ვა­ლი­დან გად­მო­მა­ხე­და, იქი­დან და­მა­ნა­ხა მთე­ლი ჩემი წყე­ნა, მიჩ­ვე­ნა ცრ­მე­ლის მდი­ნა­რე­ე­ბი და მთე­ბად აზ­ვირ­თუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი. განა გინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მა­ინც წახ­ვე­დი… რა­ტომ აღარ ხარ? რა­ტომ წახ­ვე­დი?მა­შინ ეს იყოს წელს შენი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი, რატი. ან რა შე­მიძ­ლია ამა­ზე მეტი:გპა­ტი­ობ და შენც მა­პა­ტიე” – წერს ეკატერინე ტო­გო­ნი­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g