LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი დააკავეს

114
აფგან სადიგოვი

ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.

სადიგოვას თქმით, ამ დროისთვის მისთვის უცნობია, სად წაიყვანეს აფგან სადიგოვი.

„გუშინ მისი დეპორტაცია საქართველოდან აზერბაიჯანში, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა“, – წერს სადიგოვა.

შსს: აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე

შსს: აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g