LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზაალ გოროზიას ბრალი წარუდგინეს

83
Untitled design (4)

მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ზაალ გოროზიას ბრალდება წარუდგინა.

მარტვილის საკრებულოსა და ენმ-ის წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა:

„საქართველოს პროკურატურამ, მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g