მომენტალურ ლატარია „ფარაონში“ 5 000 ლარი გათამაშდა. იღბლიანი მოგებული თბილისელი მევლუდ ჩაფიძეა. მომგებიანი ბილეთი მან თბილისში, მეტრო „დელისთან“ მდებარე „საქართველოს ფოსტის“ ჯიხურში შეიძინა, 3 ლარად შეძენილი ბილეთით კი, მომენტალურად 5000 ლარი მოიგო. მევლუდ ჩაფიძე 45 წლისაა, მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ის პატარა სასურსათო მაღაზიის მფლობელია. როგორც ბატონი მევლუდი აცხადებს, მოგებულ თანხას ბიზნესის გაფართოებას მოახმარს.
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ მომხამრებელს 6 მომენტალურ ლატარიას – „ფარაონს“, „შვიდიანს“, „ხელფასს“, „ჯოკერს“, „სამ შანსსა“ და „7-11-21“-ს სთავაზობს, რომელთა მაქსიმალური მოგება 50 000 და 20 000 ლარია, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 2 და 3 ლარი.
,,საქართველოს ეროვნული ლატარიის” ყველა მომენტალური ლატარია იბეჭდება ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მომენტალური ლატარიების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია „Scientific Games Corporation“-ში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ლატარიის მეგა კომპანიების მომენტალური გათამაშებების მწარმოებელი კომპანიაა.
„Scientific Games Corporation“-ში (https://en.wikipedia.org/wiki/Scientific_Games) ქართული მომენტალური ლატარიების ბეჭვდა უზურნველყობს ლატარიის ბილეთების დაცულობის მაქსიმალურ დონეს.
ასე, რომ შეიძინეთ გადასაფხეკი ლატარია სახლთან ახლოს მდებარე „მაგნიტის“, „სპარის“, „სმარტის“, „ავერსის“, „გალფის სთორების“ ქსელის სალაროებთან, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ ჯიხურებში, „ელვა მარკეტებსა“ და რა თქმა უნდა, კომპანიის სერვის-ცენტრებში და მომენტალურად მოიგეთ სხვადასხვა რაოდენობის თანხა.
გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.
R