LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: “ჩემი ნიკუშა აღარ მყავს. თავს ვერ ვპატიობ…”

7988
unnamed

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს და ცნობილ ავტომბროლელს, მევლუდ მელაძეს ვაჟი ავტოკატასტროფაში რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა. ნიკა ჯორჯაძე სწრაფად მავალი ბეემვეს უკანა სავარძელზე იჯდა, როცა ავარია მოხდა და მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. ნიკა გუშინ დაკრძალეს.

მძიმე დღის შემდეგ მევლუდ მელაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საკუთარ ტკივილზე ისაუბრა:

“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია ? უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი, უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია ? ?? დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე ??? მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას ???”

ნიკა ჯორჯაძე მევლუდ მელაძის მეუღლის, სალომე გველესიანის ვაჟია პირველი ქორწინებიდან, რომელიც ავტომბროლელმა შვილივით გაზარდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g