LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუდ მელაძე: „მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების „მგეგმარებელი“ მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის ალბათ თქვენც, ბატონო კახა“

529
ფორტუნა - 2023-04-10T142445.825

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის.

„მინდა ვიფიქრო, რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების „მგეგმარებელი“ მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის ალბათ, თქვენც ბატონო კახა კალაძე და ამაზე თქვენი დღევანდელი (10 აპრილი) გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დავეჭვდი, როცა ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციაზე აშკარად არასწორად მოწოდებული ინფორმაცია გააჟღერეთ.

კერძოდ, მოედანი ბოწკიტებით იყო მოწყობილი, ისე როგორც ახლა ვაკეთებთო უბრალოდ ის სიცარიელეები გავამწვანეთო, რეალურად კი ბოწკიტებით აბსოლუტურად სხვაგვარად იყო მოწყობილი, რაც იმედის სიუჟეტშიც კარგად ჩანს და ყველამ კარგად იცის, ვისაც ჟვანიას მოედნის გავლა ხშირად უწევდა და უწევს.

ჩემი რჩევა იქნება ეს საკითხები ყველაზე პრიორიტეტული გახადოთ და უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ყველა კვანძი, რომელსაც ლამაზ ფერებში გთავაზობენ „მგეგმარებლები“, ვინაიდან გზების სწორად მოწყობა მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული, ხოლო ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

 

მინდა ვიფიქრო რომ ვიღაც ქალაქის ქუჩების “მგეგმარებელი” მაგრად გვეთამაშება ყველას და მათ შორის ალბათ თქვენც ბატონო Kakha…

Posted by Mevlud Meladze on ორშაბათი, 10 აპრილი, 2023

 

და თან როგორ ორიგინალურ ფერებშიც არ უნდა იყოს ის გეგმაზე წარმოდგენილი, თავის თავს სააშკარაოზე გამოტანისთანავე ყველას დასანახად ძალიან მარტივად ყიდის“. – წერს მევლუდ მელაძე.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს – კალაძე ჟვანიას მოედანზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები