LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის წევრი გახდა

34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო EFQM-ის (ევროპის ორგანიზაცია ხარისხიანი მენეჯმენტისთვის) წევრი გახდა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს ხელმძღვანელობას შესაბამისი სერტიფიკატი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის საქართველოს კომპონენტის ხელმძღვანელმა იოხემ თაისმა გადასცეს.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეუერთდა იმ საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა „ბოში“, „მერსედესი“,„ქსეროქსი“ და სხვა, ვისაც გააჩნია ევროპული ხარისხის მართვის სერტიფიკატი.

მისი თქმით, სააგენტოს ევროპული მართვის სტანდარტების დანერგვა დაეხმარება მაქსიმალურად ეფექტურად და ოპტიმალურად იმუშაოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.

უწყების ცნობით, EFQM-ის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობის განვითარების სააგენტოში წელიწადზე დიდხანს მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტი GIZ-ის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა.

magti 5g