მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სპეცტექნიკა მუშაობს, თუმცა გადაადგილება ჭირს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის მასამ სახლი და მანქანა ჩაიტანა. სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, ხოლო სახლთან მდგარ ავტომანქანაში – ორი პირი იყო.
ხელვაჩაურში მეწყერმა თედორაძეების სახლი მთლიანად გაანადგურა.
წუხელ გვიან ღამით სტიქიის ზონაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი მივიდნენ. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად, ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან სამაშველო ჯგუფები ჩავლენ.
სტიქია აჭარაში რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.