LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზღვაურების კუთვნილი თანხის სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

61
შსს

თურქული კომპანიის მიერ, მეზღვაურების კუთვნილი თანხის, სავარაუდოდ, თაღლითურად მითვისების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფაქტი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

ბათუმელი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს, მათი თქმით, თურქულმა კომპანია “ბეშიქთაქშ გრუპმა” 30-მდე მეზღვაურის თანხა მიითვისა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები კომპანიის შენობაში შეიჭრნენ და ინვენტარი დააზიანეს, მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომპანიაში ამბობენ, თაღლითობის შესახებ თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ და ისინი თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ასევე დაწყებულია კომპანიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები