LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელ ქვეყნებში ”ქართული სახლებისთვის” სახელმწიფო შენობებს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით შეიძენს

80

”ქართული სახლების” შექმნის მიზნით, სახელმწიფო მეზობელ ქვეყნებში შენობების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით შეძენას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განუცხადა, ”ქართული სახლები” პირველ ეტაპზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში შეიქმნება, სადაც ქართული დიასპორაც დიდია.

”ყველაფერი მაინც მიდის ფინანსებამდე. იჯარის ფორმატი კარგად მუშაობს მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად ეს უნდა გაკეთდეს მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში და აზერბაიჯანში. იმის გათვალისწინებით, რომ იქ უნდა იყოს მეტნაკლებად ხალხმარავალი დიასპორა. ეს ობიექტი უნდა აამუშაოს ხალხმა. ასეთი ქვეყნებია მაგალითად რუსეთი, აშშ, საბერძნეთი, სადაც მეტი ქართველები ცხოვრობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ცალკე მყოფი შენობა, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ღია, ამ ფუნქციას კი საელჩოები ვერ შეასრულებს”, – განუცხადა ”ფორტუნას” დუმბაძემ.

რაც შეეხება თანხებს, დიასპორის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის განმარტებით, მარტივი მონახაზით, იჯარა წელიწადში შეიძლება შეადგენდეს 60-70 ათას დოლარს სხავადსხვა ქვეყანაში, რაც იქ დასაქმებულ მცირე ჯგუფსაც მოიცავს.

რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს,  საკითხი ამ დონეზე ჯერ არ განიხილება.

”სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ქართული სახლის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ეს უნდა იყოს ღია სივრცე ინვესტიციისთვის, შეხვედრებისთვის. სადაც იქნება წარმოდგენილი ქართული პროდუქციის კუთხე, ისტორიული კუთხე, და ასევე სივრცე, სადაც ადგილი დაეთმობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას. ჩვენ კონცეფციაში გვაქვს წარმოდგენილი ამ სივრცეების ეტაპობრივი განვითარება,” – აღნიშნა დუმბაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და რამდენიმე სამინისტროს ჩართულობას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g