LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეზობელთან სულ შეჭამა თაფლი, ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს” – გურიაში დათვმა ორ ოჯახს სკები გაუნადგურა

169
დათვისკები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დათვი ორ ოჯახში შეიპარა და სკები დააზიანა. დათვმა თაფლი ჯერ ბესიკ არობელიძის სკებიდან სულ მიირთვა, შემდეგ კი გოგიტა ქავთარაძის ეზოსაც ესტუმრა, თუმცა იქ მხოლოდ სკები დააზიანა, თაფლი აღარ უჭამია.

“ეტყობა, ძაღლმა დაიყეფა ან რაიმე ხმაურზე შეშინდა და გაიქცა. თორემ მეზობელთან სულ შეჭამა თაფლი”- ამბობს დაზარალებული გოგიტა ქავთარაძე.

აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივები გააცინა და შეაშინა კიდეც – წერს “გურია ნიუსი”.

“ასეთი ცუდი ამინდი, ასე წვიმიანი ზაფხული არასდროს გვახსოვს. ნადირიც გადაირია და შემოვარდა ეზოებში. ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს” – ამბობენ ადგილობრივები გამოცემასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g