LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის – სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი“ – მამუკა მდინარაძე

202
Mamuka-Mdinaradze-brifingi

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარშებს აორგანიზებენ იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ.

„როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ. მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ.

დაიწყეს პროფესიებზე აპელირება. მათი მომხრე შეიძლება იყოს ექიმიც, ადვოკატიც – პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ პროფესიაში ჰყავს მომხრე. აქაც კი პირობითად ექიმები რომ დააყენეს, ამ ექიმს თუ ადვოკატს უკან ვინ მოსდევს, ამას არავინ კი თხულობს. აგერ მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის-სასაცილოდ აიდგეს ეს ამბავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g