LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მფრინავი გემი“ – ბრიტანეთში იშვიათი ოპტიკური ილუზია დააფიქსირეს

255
flyingship

ბრიტანეთის ქალაქ ფალმუტის მკვიდრმა  დევიდ მორისმა სანაპიროზე სეირნობისას უჩვეულო სანახაობა იხილა. დევიდმა, რომელიც სანაპიროს მშვიდად მიუყვებოდა მოულოდნელად შენიშნა, რომ ზღვის ზედაპირიდან ზემოთ, ჰაერში გემი ლივლივებდა. გაოგნებულმა კაცმა სანახაობა ფოტოაპარატით გადაიღო. როგორც აღმოჩნდა, მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე აღბეჭდილი გამოსახულება ოპტიკურ ფენომენია, რომელიც გარკვეულ ატმოსფერულ პირობებში საკმაოდ ხშირად გვხვდება არქტიკაში, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მისი ხილვა ძალიან იშვიათად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში შეიძლება.

როგორც „ბი ბი სის“ მეტეოროლოგებმა განუცხადეს,  ჰორიზონტზე გემის ამგვარი მოჩვენებითი მდებარეობა ოპტიკური მოვლენის შედეგია, რომელსაც „ზედა მირაჟს” უწოდებენ. ამ დროს ობიექტს ადამიანის თვალი იმაზე მაღლა აღიქვამს, ვიდრე ის სინამდვილეშია. მოვლენა ტემპერატურული ინვერსიით არის გამოწვეული –  წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული აირის მასა, ეს კი სინათლის სხივების გარდატეხას და გამოსახულების გადასხვაფერებას იწვევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები