ფილმ ,,მეხუთე ელემენტში’’ ალბათ უმეტესობას აქვს ნანახი ჰაერში მოძრავი ავტომობილები, მოტოციკლები და საჰაერო ველოსიპედები. როგორც ჩანს, ამ ტიპის ტრანსპორტი მალე ფანტასტიკის ჟანრიდან რეალობაში გადმოინაცვლებს. მფრინავი მოტოციკლი მოყვანილობით დრონს წააგავს, თუმცა იგი აღჭურვილია გაცილებით მძლავრი პროპელერებით, ვიდრე სტანდარტული დრონი და 90 კგ-მდე ადამიანის ჰაერში გადაადგილებას უზრუნველყოფს.
სტარტაპი სახელად HoverSurf-ი ფინალურ ეტაპებს გადის. ცოტა ხნის წინ, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პირველი კონცეპტი Scorpion-3, რომელიც მთლიანად კონტროლირებადი სისტემითაა აღჭურვილი. ახალი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. სტარტაპის ავტორების განცხადებით, იგი საკმაოდ საშიში ტრანსპორტია, რადგან მიწიდან ჰაერში გარკვეულ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
გთავაზობთ ვიდეოს: