LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგელი და დათვი დაძმობილდნენ – ფოტოგრაფმა უცნაური მეგობრობა აღბეჭდა (ფოტოები)

990
2-1

ფინელმა ფოტოგრაფმა, ლასი რაუტიაინენმა მდედრი ნაცრისფერი მგლისა და მამრი ყავისფერი დათვის მეგობრობა ფოტოებზე აღბეჭდა. ეს საოცარი ფოტოები ასახავს მგლისა და დათვის უცნაურ კავშირს: ისინი ერთად დადიოდნენ, სერინობდნენ, ნადირობდნენ და თამაშობდნენ.

ყოველ საღამოს კი, ნადირობის შედმეგ, მეგობრები ნადავლს ერთმანეთს უზიარებდნენ.

„ძალიან უცნაურია დათვისა და მგლის ერთად ხილვა, მითუმეტეს მათი მეგობრობა. როგორც ჩანს, ისინი თავს ერთად უსაფრთხოდ გრძნობდნენ”, – უთხრა Daily mail-ს ფოტოგრაფმა. მან ისიც აღნიშნა, რომ ორი მტაცებლის ასეთი მეგობრობა პირველი შემთხვევაა ევროპაში.

„არავის შეუძლია ახსნას მათი მეგობრობის მიზეზი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ისინი ორივე იყვნენ მარტოსულები, ახალგაზრდები და უნდოდათ ერთად გადარჩენილიყვნენ ველურ სამყაროში“, – თქვა ფოტოგრაფმა

მათი მეგობრობა გაფიქრებინებთ, რომ ეს ყველაფერი დისნეის მულტფილმში ხდება.

აქ ისინი თამაშობენ…

აქ კი ერთმანეთს ნადავლს უზიარებენ

როგორც ჩანს, ბუნება ჩვენს გაოცებას განაგრძობს. ორი მტაცებლის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g