LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება – რომის პაპი

პაპი-ფრანცისკე

მღვდლებისა და ეპისკოპოსების მხრიდან მონაზვნებზე სექსუალური ძალადობა გრძელდება. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა. მისი თქმით, სამღვდელოების წევრების მხრიდან ადგილი სექსუალურ მონობასაც ჰქონდა.

პონტიფიკოსის განცხადებით, კათოლიკური ეკლესია პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, რის გამოც, რამდენიმე მღვდელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„პაპმა ბენედიქტემ გამოიჩინა სიმამაცე და დაშალა ქალთა კონგრეგაცია, რადგან იქ ქალებს ამონებდნენ. მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალურ მონობას. ვფიქრობ, ძალადობა გრძელდება,“ – აღნიშნა რომის პაპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები