LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგონი ძალიან ბევრს დაავიწყდა 300 ადამიანი რომაა ნაწამები ამ ქვეყანაში და იქნებ ფოკუსი გავასწოროთ“ – ნინო ლომჯარია

129
ნინო ლომჯარია

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია, თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ გუშინ, 12 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციას, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას „ჩაუფურთხე ქოცს“ და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება სოციალურ ქსელში.

„ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია…ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ“ – შალვა პაპუაშვილი

„პირში, ვინც ნამდვილად აფურთხა სახის ძვლებ ჩამტვრეულ ხალხს, ქოცებო, ეგ თქვენ იყავით 1 თვის წინ.

და საერთოდ, მგონი ძალიან ბევრს დაავიწყდა 300 ადამიანი რომაა ნაწამები ამ ქვეყანაში და იქნებ ფოკუსი გავასწოროთ“, – წერს ლომჯარია.

შსს-ის ცნობით, რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

ცნობისთვის, ცხრა პირია დაკავებული რესტორან „ბაბილოსთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

„ბაბილოს“ წინ საპროტესტო აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.

მოსამართლეების რესტორანში შესასვლელად ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.

დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ბელიაშვილის ქუჩიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გაიყვანეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს – მოსამართლეები რესტორან „ბაბილოს“ პოლიციის კორდონით ტოვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g