ქეთი გაბისიანის მიერ დაფუძნებულმა ფესტივალმა „მუს-სკივრი“ გუშინ აიღო სტარტი. საღამოდან ვიდეო გაავრცელა ნინო ჯანჯალაშვილმა, რომელმაც დაწერა, რომ მუსიკალური ფესტივალის გახსნა საოცარი იყო:
„როგორც ყოველთვის, ბევრი მაქვს სათქმელი და ცოტა – თავმოყრილი აზრი და მოგვიანებით ალბათ უკეთესად ვიტყვი, თუმცა…
ერთი კი ვიცი, დღეს ბედნიერები ვართ, რადგანაც „მუს – სკივრმა“ დადო უუუსერიოზულესი ქამბექი.
ქეთო, შენ ხარ ყველაზე მაგარი!..
მიყვარხარ, შენი სულით, გულით და ყველა იდეით, რომელიც შენს თავში ტრიალებს.
ეს ვიდეო იყოს იქამდე, მგონი ყველაზე კარგად ასახავს ამ ერთობას, რომლის გამოწვევაც ქართულ მუსიკას შეუძლია…“