სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომელიც საარჩევნო უბნებთან ხალხის რიგებს ასახავს. უბნების დიდ ნაწილზე რიგი 8 საათიდან იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12 საათის მონაცემებით, ხმა ამომრჩევლების 19,81 % -მა (695 948 ამომრჩეველი) მისცა. ამასთან, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.