6 აპრილი რატი სამყურაშვილის გარდაცვალების დღეა.
სამწუხარო თარიღს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე ეხმაურება.
„მგონი, მართლა ასე დავშორდით.
უკვე 4 წელია „მიდი, აბა შენ იცი“-ს შესრულებას ვცდილობ. იმედია, შენ ჩემზე უკეთ გამოგდის,“ – წერს ეკატერინე ტოგონიძე.
ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი 2020 წელს, 6 აპრილს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რატი სამყურაშვილი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
სამყურაშვილი მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.