LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე

131
პრემიერ - მინისტრი, ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჰგონია, რომ ბოლოს მაინც ყველა შევა პარლამენტში.

„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი პირველ რიგში პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავის არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება.

წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ ისინი პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ – ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია.

ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ, ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g