მგონია, რომ დღეს გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო, – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
„მგონია, რომ დღეს გახარიას მეტი შეეძლო, მეტი ეთქვა, მეტი ბრალდება წაეყენებინა. ბევრი რამ აქვს გახარიას სათქმელი. ყველაფერზე, რაზეც მას პასუხებს სთხოვდნენ, ათმაგად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“.
თავლები დათხარეს კი არა ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, დალეწილი აქვთ თავ-ყბა. გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო. მგონია, რომ მას უფრო ძლიერად შეეძლო ამ ტრიბუნის გამოყენება დღეს. ბევრი რამ უფრო მწვავედ ეთქვა, ბევრი რამ უკან შეებრუნებინა და არ მიეცა იმდენის უფლება, რამდენიც მისცეს იქ მსხდომებმა საკუთარ თავს“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას