LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგრძნობიარე და შეყვარებული ნატალი პორტმანი Miss Dior-ის ახალ ვიდეოში

127

Miss Dior-მა ახალი არომატის რეკლამა გამოუშვა, სადაც ტრადიციულად ნატალი პორტმანი მონაწილეობს.

„Dior ყოველთვის იმაზე აკეთებს აქცენტს, როგორი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს ქალი. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როგორც არასდროს, არსებობს ძლიერი კავშირი თანამედროვე ქალსა და Dior-ს შორის“ – განაცხადა მარკის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ.

ახალი მინი-ფილმი შეყვარებულ და ვნებიან ქალს წარმოადგენს, რომელიც ბოლოს მაყურებელს მიმართავს: „შენ რას გააკეთებდი სიყვარულისთვის?“

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბრენდმა საქველმოქმედო პროექტი ჩაუშვა: თითოეულ ადამიანს შეუძლია ჩაწეროს ვიდეო და პასუხის გასცეს ზემოთ ხსენებულ კითხვას და შემდგ ჰეშტეგით #diorlovechain გამოაქვეყნოს. ყოველი ასეთი ვიდეოსთვის მოდის სახლი 1 დოლარს ქველმოქმედებაში გადარიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები