ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, სადგურის მშენებლობა დასრულებულია და მგზავრების მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
„სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – განუცხადეს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში.
შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალ სადგურს „ინჟმშენი 96“ აშენებს.