LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრებისთვის ფრენის დროს Wi-Fi-ს გამოყენება ბილეთის ფასზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა

181
ფრენა

ამერიკულმა საკომუნიკაციო კომპანიამ Viasat თვითმფრინავით მგზავრობის მოყვარულებს შორის ფრენის დროს ყველაზე სასურველი მომსახურების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

კვლევაში მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან იმ 11 ათასმა ადამიანმა მიიღო, ვინც თვითმფრინავით ბოლო 12 თვის განმავლობაში იმგზავრა.

როგორც ირკვევა, გამოკითხულთა 83%-სთვის ხანგრძლივი ფრენის დროს ხარისხიან და უფასო Wi-Fi-ზე წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბილეთის ფასი, უფასო საკვები და სასმელი, ფეხის შემოსადები ადგილი (legroom) და უფასო თავშესაქცევი. ამ პირების უმრავლესობაა მზადაა, ბილეთში მეტი გადაიხადოს, თუ ასეთი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება.

ფრენის დროს Wi-Fi-ს გამოყენების მსურველებს შორის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები, სპორტისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულები ჭარბობდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელთან შედარებით, in-flight Wi-Fi-ზე მოთხოვნა ყველაზე მეტად აშშ-ში – 50%-ით, ინდოეთში – 42%-ით, ბრაზილიაში კი 35%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g