პოლიციამ დააკავა ჩინეთის მოქალაქე, რომელმაც თვითმფრინავის ძრავში რამდენიმე მონეტა შეყარა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ავიაკომპანია Tianjin Airlines-ის რეისზე მოხდა. ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა შეამჩნია, თუ როგორ ისროდა 66 წლის ქალბატონი მონეტებს და მაშინვე უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.
ტურისტის საქციელის გამო ყველა მგზავრი სხვა თვითმფრინავში გადასვეს და რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა.
მოგვიანებით, აეროპორტის თანამშრომლებმა 6 მონეტა ამოიღეს, დაუდევარმა მგზავრმა კი განაცხადა, რომ ფული მშვიდობიანი ფრენისთვის ისროლა. თუმცა, ქალბატონს ცრურწმენა ძალიან ძვირი დაუჯდა და მის წინააღმდეგ ავიაკომპანიამ სასამართლოში საქმე აღძრა.
https://www.dailymail.co.uk/news/article-6927083/Air-passenger-66-throws-SIX-coins-plane-engine-pray-safe-flight-detained.html