მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ამის შესახებ ინფორმაცია სათხილამურო კურორტ გუდაურის გვერდზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, საბაგიროები 17:00 საათამდე იმუშავებენ.
„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა-40 წუთი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
