სოციალურ ქსელში Weibo გამოჩნდა ახალი გაჯეტი, რომელიც Mi Note 2-ს გამგრძელებლად მოიაზრება. მოწყობილობა Xiaomi-ის მორიგი ფლაგმანი იქნება და ამ ეტაპზე საუკეთესო მონაცემებით იქნება წარმოდგენილი. დივაისი Snapdragon 835-ზე იმუშავებს, მისი ოპერატიული მეხსიერება 8 GB-ს შეადგენს. თანამედროვე მარკეტში ამ ოდენობის ოპერატიულით ფაქტიურად არც ერთი გაჯეტი არაა აწყობილი.
ჩინური კომპანია იმედოვნებს, რომ მათ მიერ დარღვეული სტანდარტები მოლოდინებს გაამართლებს და მომხმარებლის მიზიდვას დაბალი ფასითა და მძლავრი მონაცემებით მოახერხებს.
დივაისი OLED-ის ტიპის ტექნოლოგიის დისფლეით იქნება აღჭურვილი და 5.7 ინჩიანი გარჩევადობის იქნება. ხოლო ბატარეის ტევადობა 4070 მილიამპერ/საათს შეადგენს.
Mi Note 3 ოფიციალურ 2017 წლის შემდეგ კვარტალში გამოჩნდება.