LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Miami Ad School ახალ ლოკაციაზე – საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე მიღება დაიწყო

967
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. 

ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზეMiami Ad School-ი ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).

წელს Copywriting-ისა და Art Direction-ის პროგრამებს გარდა, სტიპენდიატებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე Creativity & Artificial Intelligence (შემოქმედება და ხელოვნური ინტელექტი).

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1 წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g