მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 000-ს გადასცდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 2 300 ადამიანს აღემატება.
ცნობისათვის, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 28 მარტს მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო და მას ძლიერი ბიძგები მოჰყვა. ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.