LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 732 პირი – ბანგკოკში კი მაღალსართულიანი კონსტრუქციის ნანგრევებში 81 ადამიანს ეძებენ

386
მიანმარი, ბანგკოკი, მიწისძვრა

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 732 პირი“. – ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, მინ აუნგ ჰლაინგი ავრცელებს.

შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსხვერპლისა და დაშავებულთა რიცხვის ზრდას ელოდებიან.

ქვეყნის ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„ბანგკოკში კი , მაღალსართულიანი მშენებარე კონსტრუქციის ნანგრევებში 81 ადამიანს ეძებენ“, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ცნობისთვის, ბანგკოკში 43-სართულიანი კონსტრუქცია მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა, რასაც მალევე მოჰყვა განმეორებითი ბიძგები, რომლის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები