გადაცემა “რეაქციაში” ანა დოლიძემ და მურთაზ ზოდელავამ იკამათეს. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი „ქართულ ოცნებაზე“ საუბარმა გააღიზიანა.
„მინდა, რომ მიბწკინოს ვინმემ, ხომ არ მესიზმრება, მურთაზ ზოდელავა საუბრობს მამხილებლებზე. მგონი მესიზმრება, რა დღეა? მართლა აღმაშფოთებელია….თქვენ უნდა იყოთ ერთ-ერთი მთავარი მოწმე და მამხილებელი, ეს სისტემა როგორ შეიქმნა. თქვენ ერთ-ერთი თანამონაწილე ხართ ამ სისტემის შექმნის. ჩვენ გვჭირდება ანალიტიკური ცოდნა, როგორ შეიქმნა ეს სისტემა….ჩემი თხოვნაა მოგვიყვეთ, ეს სისტემა როგორ შეიქმნა. როგორ შეიქმნა ჩინჩალაძე და მურუსიძე, “- აღნიშნა ანა დოლიძემ.
,,მე და თქვენ, როდესაც გვექნება ამის საშუალება ვისაუბროთ, იქნებ ინგამ ან სხვა ვინმემ მიგვიწვიოს“, – განაცხადა ზოდელავამ და დოლიძე დებატებში გამოიწვია